პოეტური გულნამცეცობა

ერთ ინტერვიუში რეზო თაბუკაშვილმა თქვა, ეროვნული მადლიერების მუზეუმი უნდა გავხსნათო. მე მგონი ასეთი მუზეუმი ნამდვილად სჭირდება უმადურობის სენით შეპყრობილ ადამიანებს. სამწუხაროდ ქართველი ხშირად სულმოკლეობას ამჟღავნებს, შეიძლება უმნიშვნელო რამეზე გაბრაზდეს (მაგალითად იმაზე რომ საპარლამენტო სიის ნაცვლად საკრებულოში გაიყვანე და დაგივიწყოს ის თუ როგორ გადაარჩინე წამებით სიკვდილს). მაგრამ შენ, რომელსაც პოეტობაზე გაქვს პრეტენზია, როგორ შეიძლება ემოციების გავლენის ქვეშ მყოფმა ხაზი გადაუსვა ყველაფერს? მართალია ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ბევრს უჩნდება სუბიექტური შეგრძნება რომ საკმარისად არ დააფასეს, მაგრამ ღირსება გვკარნახობს როგორ დავაღწიოთ თავი შურისძიების გრძნობას, ავიღოთ პაუზა და არ გადავდგათ ნაბიჯი რომელსაც მერე ვინანებთ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, როცა ჯერ კიდევ ვერავინ ამჩნევდა, რომ მურუსიძე გადაცმული მეფისტოფელია, დავით მაღრაძემ განაცხადა: ხალხმა მოახდინა თვითორგანიზება, ამ წიაღიდან აღმოცენდება ბევრი რამე, რაზეც წინასწარ არ მინდა ვილაპარაკო და რაც ძალიან მალე გამოაშკარავდებაო. ეს არ არის წინასაარჩევნო მოძრაობა. ეს ვნება სახლში არ შებრუნდება. კიდევ ორი წელი გვაქვს, საპარლამენტო არჩევნებამდე ყველაფერს გაიგებთ და ძალიან მძაფრი ლაპარაკი გვექნება 2020-მდეო.

მეტი რა უნდა ეთქვა? აუდიტორიას მოწყურებულმა დეკლასირებულმა არისტოკრატმა დაინახა ივანიშვილის ათასობით მომხრე, რომლებიც დარბაზებს და მოედნებს ავსებდნენ მიშას მეორედ მოსვლის შიშით. ჯერ თამადად დაინიშნა თავი, მერე დაიჯერა, რომ მასპინძელიც თვითონაა და ახლა დააპირა, რომ თავის უტოპიაში ის ხალხიც დააჯეროს. უკვე მაშინ, მაღრაძეს პოლიტიკურ ოპოზიციაში გადასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა. საჭირო იყო მხოლოდ ფული და საბაბი. ფულის წყარო გახდა ეკა ბესელია, ხოლო საბაბი – მურუსიძე.

აი, ასე პროზაულად – ღალატით „გაცოცხლდა“ ყველასგან დავიწყებული „დაიცავი საქართველო“. ამ ღალატს დღეს ბევრი არქმევს „სქიზმას“, რაც პრინციპულად არასწორია, რადგან ეს ტერმინი აღნიშნავს განხეთქილებას, ერთ აზრზე მდგომთა გუნდიდან განდგომას. ახლა, როცა დათო მაღრაძემ თავისი ნამდვილი სახე გვიჩვენა, დავინახეთ, რომ ის არასოდეს ყოფილა ერთ აზრზე ივანიშვილთან, არც მაშინ, როდესაც იატაკქვეშეთში „ებრძოდა“ საკაშვილის რეჟიმს და არც მაშინ, როცა იმ რეჟიმისთვის ჰიმნებს წერდა.

ჩვენთვის ივანიშვილს ბრძოლა არ უსწავლებიაო – სიამაყით ამბობდა წაგებული ბრძოლების გმირი. ნეტა ესწავლებინა ბიძინას ნამდვილი ბრძოლა იმპოტენტი „ოპოზიციისთვის“, მაშინ ხომ არ დავაქცევინებდით მიშას ამ ქვეყანას და წაგებული ომის მერე მაინც არ გამოვუცხადებდით მორატორიუმს პოლიტიკურ წინააღმდეგობაზე. აი აქ დგება ზნეობრივი პრობლემა მის „შემოქმედებაში“. მაღრაძე აცხადებს: „ქართული ოცნების“ მართვის ფორმა მიუღებელი გახდა… სადაც ზნეობა დაფასებული არ არის და უზნეობაა წაქეზებული“.

ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მორალური ზღვარი წაიშალაო. პოეტმა ჯერ ტოლობის ნიშანი დასვა მიშასა და ბიძინას შორის და მერე, საზოგადოებისგან ალიყური როცა მიიღო, ინამუსა და თქვა – მოქალაქე ივანიშვილს გარკვეული დამსახურებები მიუძღვისო, მაგრამ ბოღმას მიანც ვერ მოერია და ისევ ზნეობაზე აპელირებით განაცხადა, უსაფრთხო ნაპირიდან მომზირალი ბიძინა ჩემ გმირულ, თუნდაც წარუმატებელ, ბრძოლას არ აღიარებსო.

ახლა ხომ რეტროსპექტიულად დავინახეთ, რომ ყველა მისი ბრძოლა იყო საკუთარი თავისთვის, სადაც ღირსება მხოლოდ პოზა იყო და მისი წითელი ხაზი არასოდეს ყოფილა ზნეობა – არც მაშინ, როცა შევარდნაძეს გადაუდგა, არც მაშინ, როდესაც შევარდნაძის მინისტრი იყო და არც მაშინ, როცა ჯაბა იოსელიანს პანეგირიკს უძღვნიდა და “ინტელიგენციაში ფულს აგროვებდა შეიარაღებული ამბოხისთვის” (ჯაბასვე ციტატა).

სად წაიშალა მორალური ზღვარი მასსა და ქართველი მწერლების „ფრანკფურტულ ფრთას“ შორის, რომლებიც მიშასთან გაბადრულ სელფებს იღებდნენ ხაზარაძის „საბას“ დაჯილდოვებაზე და საქართველოში დემოკრატიის სისუსტეზე გოდებდნენ? ტოლობის ნიშანი ნობელის ნომინანტსა და რიგით ნაციონალ ლიტერატორს შორის დაისვა იქ, სადაც მან ყველაზე ბინძური ილეთი იკადრა – მოახდინა მურუსიძის შეპირისპირება გურამ გირგვლიანთან. „ახალი სამართლებრივი თეორია მივიღეთ, სადაც მურუსიძე გმირია და გირგვლიანი დამნაშავე“ – აი, ამ სიტყვებით წააქეზა მაღრაძემ გირგვლიანის მკვლელებთან მოკლულის ოჯახის ადვოკატის შალვა შავგულიძის ფლირტი შამპანურის თანხლებით, გამყოფ ხაზს გადაახტა და აღმოჩნდა მიშას მხარეზე. დიახ, მიშას მხარეზე, რადგან „ივანიშვილი ისე უნდა გავუშვათ, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს“ ფორმულის ავტორი ან მიშასთვის სასარგებლო იდიოტია ან სასარგებლო მოკავშირე ან ორივე ერთად. ვთქვათ, არ უნდა მაღრაძეს სააკაშვილის დაბრუნება და ივანიშვილი მართლა წავიდა ამდენი უმადურობის შემხედვარე – მერე რა მოხდება? ვინ მოვა ხელისუფლებაში? ეკა ბესელია და გედი ფოფხაძე? ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარიშვილი? თუ ძალაუფლებას ხელში აიღებს „ვიდვიჟენეცი“ მგოსანი?

ისე, როგორი კლასიკური შეპირისპირება იქნებოდა – პოეტი ვერსუს მეფე – მაგრამ გაბრაზებულ გულზე უტოპიური პოლიტიკური მანიფესტების გარითმვა შემოქმედებითი და მორალური კრიზისის სამწუხარო ნიშანია მხოლოდ…

Advertisements

ბრავო მაესტრო

რობერტ სტურუას მთელი გულით ვულოცავ კიდევ ერთ დიდ წარმატებას. ბრავო მაესტრო!
სტურუამ მოახერხა სცენიდან მხატვრული ფორმების და სახეების გამოყენებით სიმართლე ეთქვა საქართველოს ისტორიაზე. რაც შეეხება ე.წ. ლიბერალების მხრიდან არაკომპეტენტურ კრიტიკას, ამ კრიტიკას აქვს ორი მიზეზი. ლიბერალები ვერ ეგუებიან სიმართლეს საქართველოს ისტორიაზე, რომელიც ითქვა მთავარი ქართული თეატრის სცენაზე. მეორე მიზეზი კი უფრო ბანალურია. უნიჭო პატარა ადამიანების შური და ბოღმა დიდი შემოქმედის მიმართ.

კომპარტიის წევრი, ლენინის ოედენოსანი კინოსტუდია “ქართული ფილმის” მთავარი ცენზორი აკაკი ბაქრაძე უნიჭო ლიტერატორი და სპეციფიური ნიჭის მქონე ადამიანი იყო. ხასიათის ელასტიურობა აკაკი ბაქრაძეს საშუალებას აძლევდა ყოფილიყო კომუნისტი ჩინოვნიკი და იმავდროულად სოციალური კაპიტალის მოხვეჭის მიზნით ექადაგა ქართული ეთნონაციონალიზმი, გამოულიყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით და პარალელურად ემეგობრა მხარი დაეჭირა ჯაბა იოსელიანისათვის და მხედრიონისათვის, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ სახელმწიფო საბჭოში მჯდარიყო თენგიზ სიგუას და თენგიზ კიტოვანის გვერდით. ბიოგრაფიის შავი ლაქები აკაკი ბაქრაძემ მოხდენილად გადაფარა ურაპატრიოტიზმით და უახლეს ისტორიაში დარჩა მოკრძალებული ნიჭის მაგრამ გულანთებული ალალი პატრიოტის იმიჯით.

აკაკი ბაქრაძე გამორჩეულად ვერ იტანდა ნიჭიერ ადამიანებს. გურამ ასათიანის გენიალურ ტექსტს “სათავეებთან” ბაქრაძე გამოეხმაურა სრულიად არაკომპეტენტური და ტენდენციური კრიტიკით. ბაქრაძე ასევე ვერ ეგუებოდა რობერტ სტურუას წარმატებას რუსთაველის თეატრის სცენაზე. სტურუაზე წერდა ანონიმურ წერილებს რომლებიც ამ ბოლო ხანს გახდა ცნობილი. აკაკი ბაქრაძე არის წყარო რობერტ სტურუას დევნის მანკიერი ტრადიციის და ამ ტრადიციას აგრძელებენ დღეს მისი მემკვიდრეები.

დღევანდელი ლიბერალებიც ცდილობენ ისპეკულირონ ეთნონაციონალიზმით, ურაპატრიოტიზმით და რუსოფობიით. თუმცა ის რაც შესაძლებელი იყო სულ რაღაც 30-40 წლის წინ შეუძლებელია დღეს. საქმე იმაშია რომ კომუნისტურ პარტიასთან და ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, 70-80-იანი წლების ეთნოპოპულიზმს ჰქონდა დისიდენტობის რომანტიულობის ელფერი და ამით იზიდავდა ახალგაზრდობას. დღეს რუსოფობია სრულიად ნებადართულია და მას აღარ სდევს არც დისიდენტობის და არც რომანტიულობის განწყობა. უფრო მეტიც, დღევანდელი ლიბერალები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ სააკაშვილის რეჟიმთან, დასცინოდნენ ყოველივე ქართულს, ტრადიციებს, ეკლესიას, მხარს უჭერდნენ უკონტროლო ემიგრაციას. ამიტომ მათი მხრიდან სტურუას კრიტიკა ურაპატრიოტიზმის პოზიციიდან მომენდალურად იშიფრება როგორც გროტესკი და მაგრინალების მარგინალური ქმედება.

თანამდროვე ფეხბურთი უინტერესო სპორტი

ყველაფერზე ყვითელი და წითელი ბარათების მიცემამ, ფეხბურთი აბსოლუტურად უინტერესო სეპტიკური სპორტი გახადა. არადა თავდამსხმელმა რომელიც მეტოქის კარს უტევს უნდა იცოდეს რომ რისკავს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება ფეხი მოამტვრიონ. გოლის გატანა თუ გინდა საკუთარი ჯანმრთელობა გირაოში უნდა ჩადო. ასე იყო ძველ დროში როდესაც დიდი ფეხბურთი და დიდი ფეხბურთელები არსებობდნენ. (იხ ვიდეო)

ვინ იქნებოდა მარადონა რომ არა ჯენტილე? ალბათ მხოლოდ მესი-რონალდოს ტიპის პოპორნი.

თანამდროვე ფეხბურთი თანამედროვე სეპტიკურ დასავლურ ცხოვრებას ჰგავს, რომელსაც შეიძლება დააკვირდე მაგრამ მონაწილეობას ვერ მიიღებ.დაკვირვების მოდუსი არსებობის სუბსტიტუტია, როდესაც დამკვირვებელს ჰგონია რომ დაკვირვების ობიექტი მონაწილეა, მაშინ როცა ისიც დამკვირვებელია.

ამიტომ მეტადაკვირვების ეპოქა ტოტალური თვალთვალის, რეალიტი შოუების და ყვითელი პრესის დროა. თანამედროვე ადამიანი მუდმივად უნდა იყოს მზად იმისთვის რომ მასზე დაკვირვება განახლდება. კამერები მუდმივად ჩართულია გადაღება, უწყვეტად მიმდინარეობს. ფეხბურთი გადაიქცა განურჩევლობის, ბნელი
მდუმარე მასის რეფერენციაა. დღეს ინტელექტუალები ფეხბურთს აღარ უყურებენ, ფეხბურთის ყურება დღეს გოიმობაა.

ხაზარაძის ლაზ(ე)იკა

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ბანკირის ირგვლივ ვნებათაღელვა არ წყდება. მამუკა ხაზარაძის, „თიბისი ბანკისა“ და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის შესახებ აქამდე უცნობი არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. თუმცა, ამ საკითხებსა და მათ ირგვლივ გაჩენილ კითხვებს ხაზარაძე არ პასუხობს…
რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია ხაზარაძეს იმ ოლიგარქიულ სქემებზე სურდეს საუბარი, რომლის დალაგებასაც ყველა ხელისუფლების პირობებში ცდილობს და როგორც წესი ახერხებს კიდეც.

სქემებზე, რომელიც დალაგებული ქონდა შევარდნაძის დროს, დალაგებული ქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, და ალაგებდა გიორგი კვირიკაშვილის პირობებშიც.
თუ ვინმეს შეიძლება საქართველოში კლასიკური გაგებით ოლიგარქი უწოდო, მამუკა ხაზარაძე ამ სტატუსის პრაქტიკულად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. თუ რატომ შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ მამუკა ხაზარაძეს ოლიგარქი, ამას ქვემოთ მოყვანილი ფაქტები გვიჩვენებს.

“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ანაკლიის პორტზე საჯარო სივრცეში პირველად საუბარი გიორგი კვირიკაშვილმა, ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრობის დროს დაიწყო.
ის მუდმივად არწმუნებდა საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს, რომ ეს იყო “საქართველოს გადარჩენის” პროექტი, რომ ამ პროექტს ექნებოდა არნახული ეკონომიკური ეფექტი. შესაბამისად, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ამ პროექტის განხორციელება, მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად იქცა.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საჯაროდ აცხადებდა, რომ ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე მსხვილი პროექტი იქნებოდა. მისი პირველი ეტაპი 3 წელიწადში უნდა დასრულებულიყო და ამ დროის განმავლობაში, 500-600 მილიონამდე ინვესტიციის მობილიზება უნდა მომხდარიყო.

დღევანდელი გადმოსახედიდან, გასაკვირი არაა, თუ რატომ ლობირებდა კვირიკაშვილი ასეთი თავგამოდებით აღნიშნულ პროექტს. აღმოჩნდა, რომ ყოფილი პრემიერისთვის მთავარი არა უბრალოდ ამ პროექტის განხორციელება, არამედ ამ პროექტის მისი მეგობრის, მამუკა ხაზარაძის ხელით განხორციელება იყო. სწორედ კვირიკაშვილის დახმარებით და გამალებული მცდელობით ჩაიგდო მამუკა ხაზარაძემ ხელში ამ პროექტის მენეჯმენტი. რა თქმა უნდა, ამისთვის მან იკისრა მთელი რიგი ვალდებულებები, მათ შორის ვალდებული იყო პროექტისთვის 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოეზიდა.

ხაზარაძე-კვირიკაშვილისათვის ამ პროექტის ხელში ჩაგდება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ, კონკურენტების თუ თანაგუნდელების გასაბრუებლად, როგორც ჩანს პროექტის ეკონომიკა ზედმეტად ოპტიმისტურად დათვალეს და ამ გათვლებზე დაყრდნობით იმაზე მეტი აიღეს საკუთარ თავზე, ვიდრე აწევას შეძლებდნენ. ამის დასტურია ის ათზე მეტი ცვლილება, რომელიც თავდაპირველ შეთანხმებაში შევიდა და რომელიც კონსორციუმს ვალდებულებების შესრულებას უვადებდა და უმსუბუქებდა.

როგორც ჩანს, ხაზარაძე-კვირიკაშვილს ბოლოს მადა იმდენად გაეხსნათ, რომ სრულიად წარმოუდგენელი აფერა დაგეგმეს. შესაძლოა ბევრს არც კი ახსოვს, როდესაც კვირიკაშვილმა ეკონომიკის ესტონურ მოდელზე გადასვლაზე დაიწყო საუბარი, ამ პროცესში ერთი უპრეცედენტო საკითხიც განიხილებოდა – ესტონური მოდელის საბანკო-საფინანსო სექტორზე გავრცელება. ანუ მან მოინდომა “თიბისი ბანკისთვის” გაეუქმებინათ მოგების გადასახადი. სწორედ ამ გზით ფიქრობდნენ ისინი 600 მლნ დოლარის მოპოვებას, რომლის მოზიდვის ვალდებულებაც აიღო ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის მენეჯმენტში შესვლის სანაცვლოდ და არავითარი სხვა, რეალურ ინვესტორზე გაკეთებული გათვლა მათ არ გააჩნდათ. ეს იყო უპრეცენდენტო მასშტაბის თაღლითური სქემა, კლასიკური ოლიგარქიული მეთოდი, როდესაც რეფორმის საფარქვეშ ხელისუფლებასთან შეზრდილი ბიზნესმენის ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება ხდება. ანუ კვირიკაშვილი შეეცადა ხაზარაძის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ხალხის, ბიუჯეტის ხარჯზე გაესტუმრებინა.

თუმცა, ხაზარაძე-კვირიკაშვილის ტანდემის ეს გეგმა დროულად გაიშიფრა და ესტონური მოდელის საბანკო-საფინანსო სექტორზე გავრცელება აღარ გამოუვიდათ. ამის შემდეგ, როდესაც დაინახა ხაზარაძემ, რომ მის საერთაშორისო მასშტაბის “აფერას” რეალური საფრთხე ემუქრებოდა, ვერ შეძლებდა 600 მლნ-ის მოზიდვას და შესაძლოა ლეგიტიმური პრეტენზიები წარმოშობილიყო, მის წინააღმდეგ, მოხდა გაუგონარი რამ…
ხაზარაძემ კვირიკაშვილის მეშვეობით გეგმა “ბ” აამოქმედა და დავდექით სრულიად არანორმალური მოვლენის წინაშე – ანაკლიის ბიზნეს პროექტი ქვეყნის ახალ კონსტიტუციაში ერთ-ერთი პრიორიტეტად ჩაიწერა. ამით სახელმწიფოს ჩამოეკიდა ვალდებულება, ყველანაირად შეუწყოს ხელი ამ (რეალურად შესაძლოა წამგებიან) პროექტს. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, თუ რა ტიპის ჩანაწერთან გვაქვს საქმე, აქვე აღვნიშნავთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციაში, პრიორიტეტად, ჩვენი ქვეყნის NATO-ში გაწევრების საკითხია დაფიქსირებული. მკითხველმა თავად განსაზღვროს, რამდენად რელევანტურია საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისა და ანაკლიის პორტის პროექტის ერთ სიმაღლეზე აყვანა…

დღეს, სახელმწიფო იძულებულია ყველაფერი გააკეთოს ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად და ხაზარაძე ძველებურად ცდილობს აქედან საკუთარი სარგებელი მიიღოს.
მეტიც, მას მერე რაც ხაზარაძეს არ გამოუვიდა ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი 600 მლნ-იანი ვალდებულების შესრულება, რაც პრაქტიკულად აღიარა კიდეც კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებულ წერილში, დღეს ცდილობს ინვესტიციის მოზიდვა კვლავ სახელმწიფოს ხარჯზე შეძლოს და ნაკისრი ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ ხელისუფლებისგან ითხოვს გარანტიას, რომ ანაკლიის პორტს ყოველწლიურად კონკრეტული რაოდენობის ჩინური ტვირთები შეუვა. გაუგებარია, საიდან უნდა მოიზიდოს სახელმწიფომ ჩინური ტვირთები კერძო კომპანიისთვის, თანაც გარანტირებული რაოდენობის, როდესაც ჩინეთთან პირდაპირი საზღვარი არ გვაქვს, სატრანზიტო კორიდორზე ტვირთების ფასს ცალმხრივად ვერ ვადგენთ და არც ჩინეთია საქართველოს ვასალი სახელმწიფო, რომ პირდაპირი ბრძანება მივცეთ.
რა თქმა უნდა, ხაზარაძეს კარგად ესმის, რომ ასეთ გარანტიას ვერავინ მისცემს, რაც მისი მხრიდან მომავალში გამოყენებული იქნება ხელისუფლების გულგრილობაში დასადანაშაულებლად და საკუთარი თავის არა თაღლითად, არამედ მსხვერპლად წარმოსაჩენად.
რასაც ხარაძემ კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ვერ მიაღწია, იმ მიზნის მიღწევას ახლა მის მიერ დაფინანსებული, ე. წ. მყვირალების მეშვეობით ცდილობს. ამის ნათელი დადასტურებაა თინა ხიდაშელის განცხადება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, შეასრულოს ხაზარაძის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი ვალდებულება, 600 მილიონი დოლარი ქველმოქმედების სახით დახარჯოს ანაკლიის პორტის განვითარებაზე, ოღონდ ერთი უცნაური პირობით – ბიძინა ივანიშვილის ფულით, მოგება ხაზარაძემ უნდა მიიღოს!
ამ გადმოსახედიდან მარტივი მისახვედრია, თუ რა მასშტაბის თაღლითური სქემები დაალაგა ხაზარაძემ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, რამხელა გავლენა ჰქონდა მას ყოფილ პრემიერ-მინისტრზე და როგორ იყენებდა მის პოლიტიკურ გავლენას საკუთარი ფინანსური ინტერესებისთვის.
………………………………………………………..

ხაზარაძის „თეთრი ფული“
ხაზარაძის კიდევ ერთი თაღლითური სქემა, რომლითაც გასაჯაროვდა ხაზარაძის ირგვლივ მიმდინარე მთელი ეს პროცესი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ 17 მილიონის გათეთრების საქმეა .

ეს სქემა 2008 წლის აპრილს-მაისში ამოქმედდა, როდესაც „თიბისი ბანკმა“ ავთანდილ წერეთლის კუთვნილ კომპანიებს: შ.პ.ს „სამგორი თრეიდსა“ და შ.პ.ს. „სამგორი M“ – ს სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით, დაახლოებით 17 მილიონი დოლარი ასესხა. თავის მხრივ, ავთანდილ წერეთელმა „თიბისი ბანკიდან“ გამოტანილი ფული ამავე ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს – მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს – ბადრი ჯაფარიძეს ასესხა (მოგვიანებით, მამუკა ხაზარაძემ პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, რომ არ იცოდა, თუ ეს თანხა წერეთელს – „თიბისი ბანკისგან“ ჰქონდა სესხად აღებული, რაც თავისთავად ძალიან არადამაჯერებლად ჟღერს).

ასევე, საინტერესოა, რატომ ისესხეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანხა ავთანდილ წერეთლისგან, მაშინ, როდესაც ბანკი კრედიტს საკუთარ აქციონერებზე უპრობლემოდ გასცემს.
ამ კითხვაზე პასუხი გასაგები ხდება, თუკი გავიხსენებთ, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციის მიხედვით, თუკი აქციონერს საკუთარი ბანკიდან კრედიტის აღება სურს, მსესხებელს სესხის უზრუნველსაყოფად მხოლოდ ბანკის აქციების ჩადების უფლება აქვს! ფაქტია, ხაზარაძეს ამ გზით წასვლა არ სურდა, რადგან, როგორც ჩანს თანხის უკან დაბრუნებას არასდროს აპირებდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“ 17 მილიონის ოდენობის სესხი, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა. 2012 წელს კი ავთანდილ წერეთლის კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან საერთოდ გაათავისუფლა, როდესაც ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას დათანხმდა.

ყველა კარგად ხვდება, რომ ავთანდილ წერეთელს ეს თანხა „თიბისიდან“ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის გამოატანინეს და ამ სქემის თითოეული მონაწილე საქმის კურსში იყო. ამას ადასტურებს ის ფაქტებიც, რომ „თიბისი ბანკმა“ ავთო წერეთლის კომპანიების მიმართ საგამონაკლისო ლოიალობა გამოიჩინა, მათ არც გარანტიის სახით ჩადებული, წერეთლის კომპანიების ქონება გაუყიდიათ, არც შავ სიაში შეუყვანიათ და მეტიც – „თიბისიმ“ ამ კომპანიებზე კრედიტების გაცემა გააგრძელა!
და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც „თიბისი ბანკი“ ასობით ათას საქართველოს მოქალაქეს არათუ მილიონებს, არამედ 1 თეთრსაც კი არ პატიობს და ამის გამო, მათი კაბალური სესხებით გაღარიბებული ადამიანები უსახლკაროდ რჩებიან…
ყველაზე ბუნდოვანი და ამავდროულად ცხადი ამ საქმის ბოლო ეპიზოდია, როდესაც, 2012 წელს, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ, ამ სქემაში ჩართულმა პირებმა, მდგომარეობის გამოსწორება და ამ მაქინაციის „გაპატიოსნება“ სცადეს, თუმცა, სიჩქარეში, საქმე უკანა რიცხვით, უქმე დღეს – 2012 წლის 29 სექტემბერს „დამარხეს“.
ამ სქემის მთავარი მონაწილეები „თიბისი ბანკის“ მეანაბრეთა თანხის მითვისებას აპირებდნენ და ამ ფაქტს ვერც ხაზარაძე-ჯაფარიძის ის კომენტარები მიჩქმალავს, რომლითაც გვიმტკიცებდნენ, რომ ოფშორ-ოფშორ ნატარები თანხა ბოლოს ბანკის კაპიტალში შეიტანეს, რაც ისევ საკუთარი თავის გამდიდრებას ნიშნავს მეანაბრეთა ხარჯზე.

ბიზნესის განვითარების სტილი და „ნაციონალური მოძრაობა”
მამუკა ხაზარაძე კოლოსალურ ფინანსურ სარგებელს იღებდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც.
2007 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ, საბანკო სექტორთან გარიგებით, კანონში შეიტანა ცვლილებები და ეფექტურ განაკვეთზე ზედა ზღვარი მოხსნა. ამით ბანკები მოქალაქეთა ხარჯზე უზომოდ გამდიდრდნენ, ხოლო მოსახლეობა ჭარბვალიანობის პრობლემაში ჩაეფლო.
ეს ხაზარაძის მტაცებლური პოლიტიკის მხოლოდ დასაწყისი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში მოქმედებდა სქემა, როდესაც ძალოვნები რომელიმე წარმატებულ კომპანიას პრობლემებს უქნიდნენ, შედეგად ეს კომპანიები “თიბისი ბანკის” წინაშე არსებულ ვალდებულებებს ვეღარ ისტუმრებდნენ და ხდებოდა მათი ბიზნესის ხაზარაძესთან დაკავშირებულ კომპანიებზე გადაფორმება. ყოფილ ხელისუფლებასთან შეთანხმებული ამგვარი ფინანსური ოპერაციებით, 2010 წელს, „თიბისი ბანკმა“ 80 მილიონად შეფასებული კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“ 116 ათას ლარად შეისყიდა! ასეთივე საეჭვო გზით ჩაიგდო ხელში ხაზარაძემ „კონსტანტა ბანკი“, რომელიც შემდეგში „თიბისი ბანკს“ შეუერთა. აღსანიშნავია ისიც, რომ არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს „ლისის ტბის“ საქმესთან დაკავშირებითაც, სადაც აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილის ჩარევით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, პრაქტიკულად მთლიანად ხაზარაძის ხელში აღმოჩნდა!
საინტერესოა, რა პასუხს გასცემს ამ კითხვებს მამუკა ხაზარაძე, ვისი ოლიგარქიული სქემების რეტროსპექტივით, ფინანსური და ეკონომიკური ელიტების მიერ საკუთარი ინტერესების ლობირება მთელი მისი სიცხადით ამოტივტივდა ზედაპირზე.
ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, დაუშვებელია ბიზნესის ლობირებასა და სახელმწიფო ინტერესს შორის ბალანსი დაირღვეს. არცერთ განვითარებულ ქვეყანაში, მითუმეტეს საქართველოს ეკონომიკის პირობებში, ბიზნესის მხარდაჭერა სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.
ვნახოთ, ხაზარაძესთან დაკავშირებული საკითხები როგორ განვითარდება. ამჯერადაც დაიძვრენს თავს ანაკლიას ამოფარებული ხაზარაძე, გააგრძელებს სახელმწიფოსთან შანტაჟის ენით ლაპარაკს, თუ აიძულებენ შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები.
ჯერ-ჯერობით ფაქტი ერთია ხაზარაძის საოცნებო ლაზიკას ბევრი “ლაზეიკა” აღმოაჩნდა და ჩვეული ხრიკებით ფონს გასვლა ძალიან უჭირს!

ყვითელი ჟილეტების პროტესტი

საინტერესოა ყვითელი ჟილეტების მოძრაობამ მთელი პარიზი ისე გადაწვა რომ დღემდე არ ვიცით რა მოთხოვნები აქვს ამ საპროტესტო მოძრაობას. დიზელის ფასი რომ მხოლოდ საბაბია იდიოტების გარდა ყველას ესმის. ადამიანები უბრალოდ ვერ ბედავენ თქვან რა უნდათ მაგრამ არ ეშენიათ ოფისების და მაღაზიის ვიტრინების დარბევის, პოლიციისათვის ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევის.

უცნაურია მაგრამ დღევანდელ დასავლეთში ადამიანებს საკუთარი აზრის გამოხატვის უფრო ეშინიათ ვიდრე კრიმინალური მოქმედების ჩადენის. ეს ნიშნავს რომ ტოტალიტარიზმის ხარისხით დღევანდელი ევროკავშირი უსწრებს 20-30იანი წლების საბჭოთა ბოლშევიკურ სისტემას. მაშინაც ადამიანებს კრიმინალური მოქმედების ჩადენის უფრო ნაკლებად ეშინოდათ ვიდრე საკუთარი აზრის გამოთქმის.

20-30იანი წლების სსრკ-ში მკვლელს, ყაჩაღს ნაკლები სასჯელი ემუქრებოდა ვიდრე იმას ვინც გაბედავდა და იტყოდა რომ არ მოსწონს მარქსიზმ-ლენინიზმი. პროტესტის რეალური მიზეზები (ისლამიზაცია, ავტოქტონური მოსახლეობის ბარბაროსებით ჩანაცვლება, ლგბტ და ფემინიზმის ტერორი, კულტურის და ქრისტიანობის წინააღმდეგ მიზანმიმართული ომი) იმდენად ტაბუირებულია რომ პროტესტანტები ვერ ახერხებენ მის არტიკულირებას, ბევრს ალბათ გაცნობიერებულიც არა აქვს თუ რა უნდა. ყვითელი ჟილეტების პროტესტი არარეფლექსირებული პროტესტია, მუდმივი მედია პროპაგანდით ბიომასად ქცეული ერთ დროს კულტურული ერის.

27.01.19

ტრადიციულ საზოგადოებებში ქალაქის მოსახლეობა ინტელექტის და შრომის ხასიათის მიხედვით იყოფოდა ინტელიგენციად და პროლეტარიატად. პოსტინდუსტრიულ დასავლეთში
მოხდა პროლეტარიატის გადაგვარება, სამომხმარებლო საზოგადოებად ჩამოყალიბება. პროლეტარიატის ფართო მასები გამოთავისუფლდა ფიზიკური შრომისგან და აკადემიურ სივრცეში შეაღწია.

თუ ტრადიციულ საზოგადოებაში ფილოსოფია, ლიტერატურა, მეცნიერება, ხელოვნება ინტელიგენციის საქმე იყო, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა ინდუსტრიული შრომისგან გამოთავისუფლებული გადაგვარებული პროლეტარია. შრომის ხასიათი აღარ უკავშირდება ინტელექტს, გაუნათლებელი ექიმი, არტისტი, მეცნიერი თუ მწერალი ბანალური ყოველდღიურობა გახდა.

ინტელიგენციამ როგორც სოციალურმა ფენამ დაკარგა შინაარსი. თუ ერთი რეჟისორი შეიძლება განათლებული, ღრმად მოაზროვნე ადამიანი იყოს, მისი კოლეგების უმეტესობა აღარ გამოირჩევიან განსწავლულობით. შრომის ხასიათი აღარ უკავშირდება ინტელექტს. ინტელექტი აღარ არის შრომის ხასიათის განმსაზღვრელი ნიშანი. ამის გამო პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ინტელექტუალი, ყოველვის რჩება ნაწილად რომელიც ვეღარ ქმნის მთელს, ინტელიგენციის სოციალური ფენის სტრატის ქსოვილს. ტერმინი ინტელექტუალი ხდება მხოლოდ ინდივიდის ინტელექტის განმსაზღვრელი ნიშანი და არ უკავშირდება შრომის ხასიათს.

გონებრივი შრომის დემოკრატიზაციამ მთლიანად შეცვალა სულიერი წარმოების სფერო, გამოიწვია დევალვაცია. ესთეტიური და ინტელექტუალური გამოცდილების ადგილი დაიკავა
იდეოლოგიებმა. გაუნათლებელი უკულტურო ბიდლო რომელიც ძირითადად დეკლასირებული პოსტინდუსტრიული პროლეტარიატისაგან შედგება ძალიან ადვილად ხდება პროგრესიზმის იდეების ადეპტი, იქნება ეს ფემინიზმი, მულტიკულტურალიზმი, ვეგანობა (რომელიც კვების პრატიკა კი არა რის არამედ იდეოლოგიის ნაწილია.), იდენტობის პოლიტიკა. ე.წ. “პროგრესული” იდეოლოგიები ამ კატეგორიის ხალხისთვის ერთგვარი სოციალური და ინტელექტუალური ლიფტია, “ინტელექტუალური პარიტეტის” დამყარების საშუალება საზოგადოების განათლებულ ნაწილთან. პროგრესიზმის იდეების გაზიარება გოიმებს თვითშეფასებას უზრდის.

თუ ამ კუთხით თანამედროვე ქართულ საზოგადოებას დავაკვირდებით დავინახავთ ერთ თავისებურებას. თანამედროვე ქართული საზოგადოება პოსტინდუსტრიული კი არა პრეინდუსტრიულია. არასამთავრობო ორგანიზაციებში და ტელევიზიებში ჩვენთან გადაგვარებული პროლეტარების ნაცვლად, პროლეტარად ვერშემდგარი ადამიანები მუშაობენ.
შეიძლება განვითარების გამოტოვებული ეტაპით აიხსნება მათი პასიონარულობა და განსაკუთრებული აგრესია.

მზიური ბავშვობა

სასიამოვნოდ მოსასმენ საბავშვო სიმღერაზე ქართული საზოგადოების რეაქცია მაფიქრებინებს რომ ქართული საზოგადოება არის ავად და რაოდენ უცნაური არ უნდა მოგეჩვენოთ ამაყობს დაავადების სიმპტომებით. დაავადების სიმპტომები მიაჩნია “პროგრესულობის” და “წარმტებულობის” ნიშნად. სიტუაცია უაღრესად გროტესკულია, წაროიდგინეთ კიბოთი დაავადებული ნაცვლად იმისა რომ თავის მდგომარეობას აცნობიერებდეს მეტასტაზებით ამაყობდეს. შეიძლება ვიდავოთ რა არის დაავადების მიზეზი? ქართული ტელეარხების ფაშისტური რიტორიკა, ენჯეო სექტორი, ქართული ამპარტავნობა პატარა ერის კომპლექსები?

როდესაც ფაშისტურ გერმანიაში ტოლსტოის და პუშკინის წიგნებს წვავდნენ, ბლოკადაში მოქცეულ ლენინგრადში მშიერი ლენინგრადელებისთვის სიმფონიური ორკესტრი ბეტხოვენის მეცხრე სიმფონიას უკრავდა. ერთერთი მიზეზი ომში გამარჯვების ალბათ ესეც იყო, რუსეთი არ იყო ჩაფლული სიძულვილის ისეთ ჭაობში როგორშიც ნაცისტური გერმანია. დასავლურ-რუსულ გეოპოლიტიკური მეტოქეობის ფონზე სასაცილოდ გამოიყურება საქართველოს ამბიციები. ბევრ ქართველს მართლა გულწრფელად სჯერა რომ რუსეთს მხოლოდ სამხედრო სფეროში ჩამორჩება, ეს მაშინ როცა ინტელექტუალური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით ჩამორჩენა გაცილებით დიდია.

ისიც კი გავიგონე მზიურის საწინააღმდეგოდ არაფერი გვაქვს, მაგრამ საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალული არისო სააკაშვილის რეჟიმის დროს მიღებული კანონით.ბერლინის ცენტრში იყიდება საბჭოთა ჰერალდიკა. არავის არ მოსვლია თავში აზრად ტოლობის ნიშანი დაესვა საბჭოთა და ნაცისტურ სიმბოლოკას შორის. ამიტომ გირჩევნიათ მზიურს თავი დაანებეთ და გააუქმეთ სულელური კანონი რომელიც ისედაც ვერ სრულდება.