27.01.19

ტრადიციულ საზოგადოებებში ქალაქის მოსახლეობა ინტელექტის და შრომის ხასიათის მიხედვით იყოფოდა ინტელიგენციად და პროლეტარიატად. პოსტინდუსტრიულ დასავლეთში
მოხდა პროლეტარიატის გადაგვარება, სამომხმარებლო საზოგადოებად ჩამოყალიბება. პროლეტარიატის ფართო მასები გამოთავისუფლდა ფიზიკური შრომისგან და აკადემიურ სივრცეში შეაღწია.

თუ ტრადიციულ საზოგადოებაში ფილოსოფია, ლიტერატურა, მეცნიერება, ხელოვნება ინტელიგენციის საქმე იყო, პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ამ სფეროებში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა ინდუსტრიული შრომისგან გამოთავისუფლებული გადაგვარებული პროლეტარია. შრომის ხასიათი აღარ უკავშირდება ინტელექტს, გაუნათლებელი ექიმი, არტისტი, მეცნიერი თუ მწერალი ბანალური ყოველდღიურობა გახდა.

ინტელიგენციამ როგორც სოციალურმა ფენამ დაკარგა შინაარსი. თუ ერთი რეჟისორი შეიძლება განათლებული, ღრმად მოაზროვნე ადამიანი იყოს, მისი კოლეგების უმეტესობა აღარ გამოირჩევიან განსწავლულობით. შრომის ხასიათი აღარ უკავშირდება ინტელექტს. ინტელექტი აღარ არის შრომის ხასიათის განმსაზღვრელი ნიშანი. ამის გამო პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ინტელექტუალი, ყოველვის რჩება ნაწილად რომელიც ვეღარ ქმნის მთელს, ინტელიგენციის სოციალური ფენის სტრატის ქსოვილს. ტერმინი ინტელექტუალი ხდება მხოლოდ ინდივიდის ინტელექტის განმსაზღვრელი ნიშანი და არ უკავშირდება შრომის ხასიათს.

გონებრივი შრომის დემოკრატიზაციამ მთლიანად შეცვალა სულიერი წარმოების სფერო, გამოიწვია დევალვაცია. ესთეტიური და ინტელექტუალური გამოცდილების ადგილი დაიკავა
იდეოლოგიებმა. გაუნათლებელი უკულტურო ბიდლო რომელიც ძირითადად დეკლასირებული პოსტინდუსტრიული პროლეტარიატისაგან შედგება ძალიან ადვილად ხდება პროგრესიზმის იდეების ადეპტი, იქნება ეს ფემინიზმი, მულტიკულტურალიზმი, ვეგანობა (რომელიც კვების პრატიკა კი არა რის არამედ იდეოლოგიის ნაწილია.), იდენტობის პოლიტიკა. ე.წ. “პროგრესული” იდეოლოგიები ამ კატეგორიის ხალხისთვის ერთგვარი სოციალური და ინტელექტუალური ლიფტია, “ინტელექტუალური პარიტეტის” დამყარების საშუალება საზოგადოების განათლებულ ნაწილთან. პროგრესიზმის იდეების გაზიარება გოიმებს თვითშეფასებას უზრდის.

თუ ამ კუთხით თანამედროვე ქართულ საზოგადოებას დავაკვირდებით დავინახავთ ერთ თავისებურებას. თანამედროვე ქართული საზოგადოება პოსტინდუსტრიული კი არა პრეინდუსტრიულია. არასამთავრობო ორგანიზაციებში და ტელევიზიებში ჩვენთან გადაგვარებული პროლეტარების ნაცვლად, პროლეტარად ვერშემდგარი ადამიანები მუშაობენ.
შეიძლება განვითარების გამოტოვებული ეტაპით აიხსნება მათი პასიონარულობა და განსაკუთრებული აგრესია.

Advertisements