მზიური ბავშვობა

სასიამოვნოდ მოსასმენ საბავშვო სიმღერაზე ქართული საზოგადოების რეაქცია მაფიქრებინებს რომ ქართული საზოგადოება არის ავად და რაოდენ უცნაური არ უნდა მოგეჩვენოთ ამაყობს დაავადების სიმპტომებით. დაავადების სიმპტომები მიაჩნია “პროგრესულობის” და “წარმტებულობის” ნიშნად. სიტუაცია უაღრესად გროტესკულია, წაროიდგინეთ კიბოთი დაავადებული ნაცვლად იმისა რომ თავის მდგომარეობას აცნობიერებდეს მეტასტაზებით ამაყობდეს. შეიძლება ვიდავოთ რა არის დაავადების მიზეზი? ქართული ტელეარხების ფაშისტური რიტორიკა, ენჯეო სექტორი, ქართული ამპარტავნობა პატარა ერის კომპლექსები?

როდესაც ფაშისტურ გერმანიაში ტოლსტოის და პუშკინის წიგნებს წვავდნენ, ბლოკადაში მოქცეულ ლენინგრადში მშიერი ლენინგრადელებისთვის სიმფონიური ორკესტრი ბეტხოვენის მეცხრე სიმფონიას უკრავდა. ერთერთი მიზეზი ომში გამარჯვების ალბათ ესეც იყო, რუსეთი არ იყო ჩაფლული სიძულვილის ისეთ ჭაობში როგორშიც ნაცისტური გერმანია. დასავლურ-რუსულ გეოპოლიტიკური მეტოქეობის ფონზე სასაცილოდ გამოიყურება საქართველოს ამბიციები. ბევრ ქართველს მართლა გულწრფელად სჯერა რომ რუსეთს მხოლოდ სამხედრო სფეროში ჩამორჩება, ეს მაშინ როცა ინტელექტუალური, ეკონომიკური და კულტურული თვალსაზრისით ჩამორჩენა გაცილებით დიდია.

ისიც კი გავიგონე მზიურის საწინააღმდეგოდ არაფერი გვაქვს, მაგრამ საბჭოთა სიმბოლიკა აკრძალული არისო სააკაშვილის რეჟიმის დროს მიღებული კანონით.ბერლინის ცენტრში იყიდება საბჭოთა ჰერალდიკა. არავის არ მოსვლია თავში აზრად ტოლობის ნიშანი დაესვა საბჭოთა და ნაცისტურ სიმბოლოკას შორის. ამიტომ გირჩევნიათ მზიურს თავი დაანებეთ და გააუქმეთ სულელური კანონი რომელიც ისედაც ვერ სრულდება.

Advertisements

რატომ ვანიჭებ უპირატესობას ფეისბუკს

ჩემ ინგლისელ კოლეგასთან და ამხანაგთან მქონდა საუბარი. ვუთხარი რომ ინტრავერტებს და ექსტრავერტებს განასხვავებს ელექტრონული ფოსტა და მობილური ტელეფონი. ინტრავერტები უპირატესობას ანიჭებენ ელექტრონულ ფოსტას, როგორც ურთიერთობის არაპირდაპირ ფორმას. მიპასუხა რომ მას საერთოდ არ სურს ადამიანებთან ურთიერთობა, ამიტომ არ განასხვავებს ელექტრონული ფოსტას და მობილურ ტელეფონს. ვინც არ იცით ეს არის ბრიტანული დუხი.

მე პირადად ხალხი მხოლოდ იმისთვის მჭირდება რომ დროდადრო ჩემი იდეები გავაცნო. თავად ხალხის აზრი ნაკლებად მაინტერესებს. ამიტომ მობილურ ტელეფონს და ელექტრონულ ფოსტას შორის უპირატესობას ვანიჭებ ფეისბუკს.