ჭვრეტითი ცხოვრება / Vita Contemplativa შათირიშვილი ზაზა, გამოშვების წელი: 2017

http://laterna.ge/?cat=54&show=19699&lang=geo#.WxFB4yC-mUk

ზაზას წიგნი ცალსახად უმნიშვნელოვანესი ნაშრომია 21-საუკუნის საქართველოს ინტელექტუალურ ლანშაფტში. იმის გასაგებად, შესაცნობად რასაც თვალით ვერ ხედავ, საჭიროა მჭვრეტელობითი ცხოვრება. ამიტომ მჭვრეტელობითი პრაქტიკა, რელიგიური გამოცდილება, მოცალეობა, ძველი ბერძნებისთვის ერთი მოვლენა იყო. ამით პლატონიზმი თავისი არსით პრექტრისტიანული მოძღვრებაა. მერე ხდება დანაწევრება განსაკუთრებით დეკარტის შემდეგ როდესაც აზროვნება პროფესიის ფორმას იღებს და პროფესია კიდევ ყოველთვის შრომას უკავშირდება და არა სულიერებას.

არის კიდევ ერთი მომენტი, აზროვნების ფორმალური აპარატის, მათემატიკის განვითარება. ანალიზური მეთოდი ასევე გაძლევს საშუალებას ახსნა და გაიგო ის რასაც ვერ ხედავ. ოღონდ ტრანსცედენტური გამოცდილების, მოცალეობის, მჭვრმეტელობის და საბოლოო ჯამში სულიერების გარეშე. ჰუსერლი როდესაც მეცნიერების კრიზისზე წერდა რეალურად ამას გულისხმობდა, რომ მოხდა ყველაზე საშინელი რამ, ცოდნა გახდა პოზიტიური. ანალიზური აპარატის და აზროვნების პროფესიონალური ფორმების შემდეგ ყველა სხვა პრაქტიკა აღიქმება როგორც მოძველებული და ნაკლებად ეფექტური “ფორმატი”. მე უფრო სკეპტიკური ვარ განწყობილი ვიდრე ზაზა. ინტელექტუალურ ცხოვრებაში და აზროვნების ანალიზურ ფორმებში არ არის ადგილი სულიერებისთვის. თუ სულიერების პრაქტიკა სადმე კიდევ არსებობს, ის უნდა ვეძებოთ სადმე სხვაგან, ინტელექტუალური აზროვნებისგან შორს. დელიოზი ასეთ ადგილს კინოში ეძებდა პრერეფლექსიურ “სახე მოძრაობაში” როდესაც ანალიტიკურ აზროვნებას დრო არ ჰყოფნის, ანალიტიკურ აზროვნება იგვიანებს და ვერ აღიქვავს მოვლენებს ხანიერებაში. თუმცა რა იცოდა დელიოზმა რომ კინო ხელოვნების ყველაზე ხანმოკლე დარგი აღმოჩნდებოდა და დამთავრდებოდა 1986 წელს.

ჟან ბორდიიარი თავის ბოლო ნაშრომში “რატომ არ გაქრა ყველაფერი” წერს:
როდესაც მე ვლაპარაკობ ადგილზე, ის უკვე გაქრა, როდესაცმე ვლაპარაკობ ადამიანზე ის უკვე მოკვდა, როდესაც მე ვლაპარაკობ დროზე, ის უკვე გავიდა” ჩემი აზრით Vita Contemplativa არის წიგნი იმაზე რაც უკვე გაქრა, მოკვდა და დამთავრდა.

Advertisements