ბოზები, გეები, ნარკომანები

პროლოგი: ფობიები რომ არ დამაბრალონ
წინასწარ ვიტყვი რომ ამ სამი კატეგორიის ხალხის მიმრთ არანაირი აგრესია არა მაქვს.

ნარკოსტრატა

ნაცმოძრაობის ნარჩენები მომავალ არჩევნებზე ფსონს სამი კატეგორიის ხალხზე აკეთებს: ბოზები, გეები, ნარკომანები. ამ სამიდან პოლიტიკურად ყველაზე პასიური ბოზებია, ყველაზე პასიონარული გეები, ყველაზე მრავალრიცხოვანი და ელექტორალურად საინტერესო ნარკომანები.

დამოკიდებულება ამ სამი კატეგორიის ხალხის მიმართ არის სხვადასხვანაირი. საბჭოთა პერიოდში ბოზობა არ იყო ლეგალიზებული მაგრამ არ იყო კრიმინალიზირებულიც. ბოზობა საბჭოთა პერიოდში მხოლოდ მორალურ გაკიცხვას ექვემდებარებოდა. მამათმავლობა საბჭოთა პერიოდში კრიმინალიზირებული იყო და მორალურ გაკიცხვასაც ექვემდებარებოდა. ხოლო ნარკომანია კრიმინალიზირებულობის მიუხედავად არ ექვემდებარებოდა მორალურ გაკიცხვას და პირიქით, ელიტარულობის, პრესტიჟის განმასხვავებელი ნიშნის შინაარსი ჰქონდა. შედეგად ნარკომანიამ მასობრივი მოდური მიმდინარეობის სახე მიიღო და ნარკოდამოკიდებული პირები ჩამოყალიბდნენ სტრატად.

პოსტსაბჭოთა პერიოდში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ზნეობა გათანაბრდა ხელმოცარულობასთან, სრული მორალური რელატივიზმის პირობებში ბოზობა თავისუფალ არჩევანად იქცა და აღარ არის მორალური გაკიცხვის საგანი. მოხდა მამათმავლობის დეკრიმინალიზაცია თუმცა ჯერჯერობით ვერ მოხდა მორალური რელატივიზაცია. ნარკომანიასთან დაკავშირებით კი არაფერი არ შეცვლილა. ნარკომანია კვლავ კრიმინალიზირებულია და მორალურ გაკიცხვას ექვემდებარება. თუმცა მოხდა ნარომანიის ერთგვარი გაგოიმება, ექსტერიტორიზაცია, ვაკიდან ვარკეთილში და მუხიანში გადანაცვლება.

ნარკოსტრატის მიმართ პოლიტიკური პარტიების ინტერესი ბუნებრივია. ნარკოსტრატა არის მრავალრიცხოვანი, მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო მუდმივად ექმნება პრობლემები. ამიტომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის დაპირებით ადვილია ნარკოსტრატის ელექტორალური მობილიზაცია. რადგან საზოგადოების სხვა ნაწილში ნაცმოძრაობის ნარჩენებს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ, აქცენტი ნაცმოძრაობის ნარჩენებმა ნარკოსტრატაზე გააკეთეს და პოლიტიკურ პროგრამად აირჩიეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროგრამისთვის ნაცმოს ნარჩენები აქტიურად იყენებენ მედია სახეებს რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში შექმნეს: ჟურნალისტებს, ენჯეოსექტორის წარმომადგენლებს, ხიპსტერებს, ლიბერალ ბლოგერებს, ნაცმწერლებს და არტისტებს. თუმცა არა მგონია ეს რესურსი წარმატების მისაღწევად საკმარისი იყოს. დასავლეთიდან ნარკოსტრატის პოლიტიკის აქტიური მხარდაჭერის გარეშე ნაცმოძრაობის ნარჩენებს გაუჭირდებათ წარმატების მიღწევა

Advertisements