“ფრეკენ ჟიული”

ავგუსტ სტრინდბერგის “ფრეკენ ჟიული” ალბათ თანამედროვეობის ყველაზე უფრო აქტუალური პოლიტიკური პიესაა. სტრინდბერგმა იწინასწარმეტყველა თუ რამხელა პრობლემა გახდებოდა დასავლური საზოგადოებისთვის მემარცხენე-ლიბერალური იდეოლოგიური კონსტრუქციები. სტრინდბერგი წერს ჩანასახის მდგომარეობაში მყოფი ფემინიზმის ბოროტებაზე. თუმცა სტრინდბერგმა ჯერ კიდევ არ იცოდა ის რისი მოწმე ვართ ჩვენ დღეს: მულტიკულტურალიზმი, პოლიტკორექტულობა, უმცირესობების დისკურსი და სხვა იდეოლოგიური კონსტრუქტები, საზოგადოების ტოტალური კონტროლის და თავისუფალი აზრის შეზღუდვის ინსტრუმენტები.

სტრინდბერგის პიესის გმირს ფრეკენ ჟიულის, მოდერნის მემარცხენე ლიბერალურმა კონსტრუქტმა დაუწესა ვალდებულება, რომელიც მის ქალურ ბუნებას და შესაძლებლობებს ეწინააღმდეგება. ფრეკენ ჟიული უნდა გახდეს დომინანტი ლიდერი, განახორციელოს ძალაუფლება. ამისათვის ფრეკენ ჟიული თანახმაა ცოლად გაჰყვეს საკუთარ მსახურს, მხოლოდ იმიტომ რომ მის მიმართ სოციალური უპირატესობის და ძალაუფლების განხორციელების შესაძლებლობა აქვს.

ფრეკენ ჟიულის მსახურის მიმართ ამბივალენტური დამოკიდებულება აქვს. ერთი მხრივ ფრეკენ ჟიულის მსახური სჭირდება საკუთარი სოციალური პროექტის განსახორციელებლად, მეორე მხრივ კი უკულტურო, გაუნათლებელი და ანგარებიანი მსახური ეზიზღება. ფრაზა რომელსაც ფრეკენ ჟიული მსახურს ეუბნება “შენ ჩემთან ქორწინებით შეგიძლია გახდე გრაფი, მაგრამ ვერასოდეს გახდები გრაფის შვილი” გამოხატავს პიესის მთავარ აზრს. პიესა აგებულია ტრადიციულ, ბუნებრივ კულტურულ ღირებულებებს და თავსმოხვეულ სოციალურ კონსტრუქტს შორის დაპირისპირებაზე. მსახური სტრინდბერგის პიესაში პროტოუმცირესობის წარმომადგენელია. მსახურისთვის მოდერნის მემარცხენე-ლიბერალური სოციალური კონსტრუქტი სოციალური ლიფტია რომლითაც ის ბოროტად სარგებლობს. აფრიკის და არაბული სამყაროს მილიონობით წარმომადგენლისთვის, დეკოლონიზაციის და 68-წლის მოვლენების შემდეგ მსგავსი ლიფტი რეგულარული პრაქტიკა გახდება. გავიხსენოთ კლოდ შაბროლის გენიალური ფილმი “ამორალური საღამო” რომელიც ამ თემაზეა გადაღებული.

სტრინდბერგის პიესა ბოლო პერიოდში ქართულად ითარგმნა (საკითხავია რამდენად კვალიფიციურად) და სცენაზე დაიდგა. თუმცა საქართველოში გაბატონებული ენჯეო დისკურსი შეუძლებელს ხდის სტრინდბერგის მიერ დასმული კულტურული და ეკონომიკური აქცენტების სწორად გაგებას. სტრინდბერგის მსახური ჯავახიშვილის ჯაყოს ანტიპოდია. მორალურად, ფიზიკურად ძლიერი, აქტიური მოქმედების პასიონარული უკულტურო ჯაყო და განათლებული უმოქმედო თეიმურაზი. სტრინდბერგის მსახურს ჯაყოსთან მხოლოდ უკულტურობა აერთიანებს. ის არც ძლიერია და არც აქტიური. ის უბრალოდ კულტურაში და ცივილიზაციაში არსებული წინააღმდეგობით სარგებლობს. სტრინდბერგი გვეუბნება რომ მსახური ვერ შესძლებს მემკვიდროების შენარჩუნებას და განვითარებას, მას მხოლოდ და დახარჯვა განიავება შეუძლია.

სტრინდბერგის პიესა (1888) წინ უსწრებს შპენგლერს თუმცა განხილული უნდა იყოს ერთ კონტექსტში. დასავლეთი აუცილებლად დაკარგავს ცივილიზაციურ დომინაციას კულტურის, პოლიტიკის და ეკონომიკის სფეროში ასეთია სტრინდბერგის ვერდიქტი. თუმცა ვარდნა იქნება ნელი და შეუმჩნეველი ობივატელისთვის, რომელიც ვითარებას მაღაზიების ვიტრინებში საქონლის სიმრავლით,ძეხვით, ლუდით და კალგოტკებით აფასებს. სტრინდბერგის პიესიდან ასი წლის შემდეგ, ანტიევროპაცენტრიზმი საბოლოოდ დამკვიდრდება კულტურული მარქისზმის ლიბერალურ-მემარცხენე პარადიგმად. ლიბერალური კულტურული მარქსიზმი თვლის რომ “საყოველთაო კეთილდღეობის” საზოგადოებას მუდმივი ძრავივით შეუძლია არსებობა. სტრინდბერგი კი თვლიდა რომ წარსული მემკვიდრეობით სარგებლობას და ევროპული დომინაციის ინერციას აუცილებლად ექნება დასასრული.

Advertisements

დომინანტური იდეოლოგიის სალოსები: სააკაშვილის დანაშაულის “არტისტული” გაპრავების შესახებ

სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულის “არტისტული” გაპრავების შესახებ: საქმე მარტივად არის. ამ ტიპის “მეამბოხე არტისტებს” სინამდვილეში კი დომინანტი დისკურსის მსახურ სალოსებს, მხოლოდ იმ საზოგადოებაში შეიძლება ერქვათ “არტისტები” რომელ საზოგადოებასაც სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსები მართავენ.

დღეს მწერლის, ხელოვანის, ფილოსოფოსის სტატუსი პოლიტიკური სისტემის მიმართ ლოიალობის ნიშნით გაიცემა. დომინანტი დისკურსის სალოსობა კი ძალაუფლების მიმართ ლოიალობის ყველაზე რადიკალური ფორმაა. იმისათვის რომ რეჟიმის იდეოლოგებს “ინტელექტუალის” სტატუსი მიეღოთ, აუცილებელი იყო მთელი პოსტსაბჭოთა აკადემიური სფეროს განადგურება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე სრული კონტროლი. მედიაზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ ავტომატურად მოხდა მათი მარგინალიზაცია, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის, ასევე მისი მხარდამჭერი სალოსების.

თუმცა არ უნდა ვიფიქროთ რომ ლოკალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. პრეზიდენტი სააკაშვილი მხოლოდ ჭანჭიკი იყო გლობალური ძალაუფლების სისტემის, ჩვენი სალოსებიც მხოლოდ პროვინციული ანალოგია საერთაშორისო სტანდარტის. აკადემიზმზე და პროფესიონალიზმზე
უარის თქმა, პოლიტკორექტლობის გამო უნიჭობის ნიჭთან გათანაბრება თანამედროვე პოსტმოდერნული ტრენდია უსახური ჰომოგენური საზოგადოების,რომლის წარმომადგენლები მუდმივად ინდივიდუალიზმზე და თავისუფლებაზე ლაპარაკობენ და ამით ქსეროასლებივით ჰგვანან ერთმანეთს.

ახალი ამაში არაფერია, ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდით. აქტუალური დღეს მორალური საკითხია. სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის მიერ გაპრავების შემდეგ, დომინანტური იდეოლოგიის სალოსები ფაქტობრივად თანამონაწილეები გახდნენ ყველა ჩადენილი დანაშაულის.